კოვიდ 19

კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპიის სტრატეგიები ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის „კოვიდ 19 „-ის პანდემიის დროს


ტექსტი მომზადებულლია ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის დოქტორ სარა იგანის მიერ. (ავსტრალიის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის და მსოფლიო კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის კონფერედარციის ყოფილი პრეზიდენტი).



კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია არის ტერმინი რომლითაც აღინიშნება ფართო სპექტრის, მეცნიერული მტკიცებულების მქონე კოგნიტური და ქცევითი ფსიქოთერაპიული მიდგომები. ეს მიდგომები მოიცავენ სტრატეგიებსა და მოდელებს რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს გადაწყვიტონ აზროვნების და ქცევის სირთულეები სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების, მათ შორის შფოთვისა და დეპრესიის დროს. ათასობით სამეცნიერო კვლევა ადასტურებს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ეფექტურობას სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მკურნალობის პროცესში. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონფედერაცია (WCCBT) არის კოგნიტურ-ბიჰევიორული ორგანიზაციების გლობალური ალიანსი, რომელის საქმიანობა ნაწილობრივ მიძღვნილია მკურნალობის ამ მეთოდის გავრცელებაზე. ამ უპრეცედენტო, გლობალური შფოთვის დროს რომელიც გამოწვეულია „კოვიდ 19“- ის ზემოქმედებით, გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს და რესურსებს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სფეროდან. არსებობს განსხვავებული ტიპის ინტერნეტ პროგრამები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში, ვებ-გვერდები და თვითდახმარების წიგნები რომლებიც ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით. ისინი დაგეხმარებიან ამოიცნოთ და განიხილოთ სხვადასხვა ტიპის ქცევისა და აზროვნების არასასარგებლო მოდელები. შემოთავაზებულ რესურსები არ არის სრული ჩამონათვალი და  წარმოადგენს რამოდენიმე მაგალითს რომლებიც დაგეხმარებათ თავი უკეთ იგრძნოთ შფოთვისა და წუხილის დროს: მომავლის პროგნოზირებისა და მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის არარსებობა – ორი ძირითადი ფაქტორია რომლებიც დაკავშირებულია სტრესთან და შფოთვასთან. ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით ვირუს „კოვიდ 19“ ის შესახებ, შესაბამისად ბუნებრივია ვშფოთავთ მისი გავლენისა და გავრცელების შესახებ. მნიშვნელოვანია მივიღოთ ეს რეაქციები და ვცადოთ მათი გაცნობიერება, ეს დაგვეხმარება ადეკვატური პასუხი გავცეთ მათ.


შეეწინააღმდეგეთ დისფუნქციურ აზრებს და მიყევით დაბალანსებულ მოსაზრებებს:

ხშირად სტრესული პერიოდები ადამიანს განაწყობს დისფუნქციური აზროვნების სტილისაკენ. მაგალითად, როგორიცაა ნეგატიური პროგნოზები მიმდინარე თუ მომავალ სიტუაციებზე, ყურადღების კონცენტრაცია ნეგატიურ მოვლენებზე, პესიმისტური ფიქრები და მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარების პროგნოზი. ასევე შესძლებელია ადამანი წუხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ეს ნერვიულობა მიაყენებს ზიანს ან ეგონოს, რომ პირიქით დაიცავს ზიანისაგან.

მოქნილი, ბალანსირებული და ოპტიმისტური შეხედულებები შესაძლოა სტრესის დაძლევის პროცესში ხელშემწყობი აღმოჩნდეს. გლობალური პანდემიის დროს ბუნებრივია ნეგატიური აზრებისა და შიშის ქონა. მაგრამ მნიშვნელობანია დაბალანსებული მოსაზრებების მიღება, არ უნდა განეწყოთ უარესი სცენარის მიმართ. ხანგრძლივ პერიოდზე მიმართული, ოპტიმისტური მოსაზრებების მიღებამ შიძლება შეამციროს თქვენი სტრესი და შფოთვა. აღსანიშნავია ისიც, რომ კაცობრიობამ უკვე გადაიტანა მრავალი კრიზისული პერიოდი და საბოლოო ჯამში ესეც გაივლის.


დაკავდით სასარგებლო აქტიობებით:

საფრთხის დროს შფოთვა და ნერვიულობა ბუნებრივი, ადაპტური რეაქციებია. შფოთვის დანიშნულებაა დაგვეხმაროს  მობილიზებაში რათა განვახორციელოთ შესაბამისი ქცევა და წინ აღვუდგეთ საშიშროებას. არაფრისმომცემი ნერვიულობა კი უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიკაზე და იწვევს ჩვენს გამოფიტვას. მიიღეთ ზომები, განახორციელოთ სასარგებლო აქტიობები და შეიმსუბუქეთ დისრესი.


დაიცავით თავი: გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით რეკომენდაციები რომელსაც გასცემენ ექსპერტები რათა დაიცვათ თავი „კოვიდ 19“- ისგან, cdc.gov/coronavirus/2019-ncov/prepare/index.html. მიეყევით ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დისტანცირებასა და იზოლაციასთან დაკავშირებით.


იზუნეთ საკუთარ თავზე: განსაზღვრეთ დაძინებისა და დილით ადგომის კონკრეტული დრო, დაკავდით სპორტული აქტიოებით სახლის პირობებში და დაიცავით ბალანსირებული დიეტა საჭმლის რეგულარული მიღებით. დაიცავით ძილის ჰიგიენა. მოერიდეთ ალკიჰოლისა და კოფეინის გადაჭარბებულ გამოყენებას. ასევე მოერიდეთ გაჯეტების გადაჭარბებულ გამოყენებასა და არასაჭირო ინტერნეტ შეკვეთებს. თავის მოვლის შესახებ რჩევები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ საიტზე:

psychology.org.au/getmedia/38073179-470148bd-afd9-988c560ee2f9/20APS-IS-COVID-19-P1.pdf ეს სტატია შეიცავს ინფორმაციას შოპინგის გამო გამოწვეული შფოთვის შესახებ:theconversation.com/psychology-can-explain-why-coronavirus-drives-us-topanic-buy-it-also-provides-tips-on-how-to-stop-134032.


დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით: სასაიამოვნო აქტიოები გვეხმარებიან გავიუმჯობესოთ ხასიათი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აკეთოთ ის რაც მოგწონთ. დაკავდით ისეთი საქმიანობით რომელის განხორციელებაც შესაძლებელია ყოველდღიურად სახლის პირობებში. შეგიძლიათ მუსმინოთ მუსიკას, უყუროთ საყვარელ ფილმებს, დაკავდეთ სპორტული აქტიობებით, მოამზადოთ გემრიელი კერძები, იკითხოთ წიგნები, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მოაწყოთ მხიარული თავყრილობები ინტერნეტ პროგრამების საშუალებით, როგორიცაა Skype, Zoom ან WhatsApp, ტელეფონით ეკონტაქტეთ ოჯახს და მეგობრებს. დატკბით სასაიმოვნო განცდებით მოცემულ მომენტში. ამ საიტზე მოცემულია იდეები სასიამოვნო აქტიოების შესახებ: cci.health.wa.gov.au/Resources/Looking-AfterYourself/Depression.


არასასიამოვნო განცდებთან და ფიქრებთან ბრძოლის მეთოდები:

სასაიამოვნო აქტიოები გვეხმარებიან გავიუმჯობესოთ ხასიათი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აკეთოთ ის რაც მოგწონთ. დაკავდით ისეთი საქმიანობით რომელის განხორციელებაც შესაძლებელია ყოველდღიურად სახლის პირობებში. შეგიძლიათ მუსმინოთ მუსიკას, უყუროთ საყვარელ ფილმებს, დაკავდეთ სპორტული აქტიობებით, მოამზადოთ გემრიელი კერძები, იკითხოთ წიგნები, ითამაშოთ სამაგიდო თამაშები, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მოაწყოთ მხიარული თავყრილობები ინტერნეტ პროგრამების საშუალებით, როგორიცაა Skype, Zoom ან WhatsApp, ტელეფონით ეკონტაქტეთ ოჯახს და მეგობრებს. დატკბით სასაიმოვნო განცდებით მოცემულ მომენტში. ამ საიტზე მოცემულია იდეები სასიამოვნო აქტიოების შესახებ: health.wa.gov.au/Resources/Looking-AfterYourself/Depression.

ამ პერიოდში ბუნებრივია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღელვა და წუხილი, მაგრამ შეგიძლიათ მიიღოთ ზომები იმისათვის რომ გაუმკლავდეთ თქვენს შფოთვას. ერთ-ერთი სტრატეგიაა შეზღუდოთ ის დრო რომელსაც თქვენ უთმობთ ნერვიულობას. გამოყავით განსაზღვრული დრო ნერვიულობისათვის, ყოველდღე – ერთიდაიგივე დროს. დააწესეთ შეზრუდვა იმ ინფორმაციაზე რომელსაც ყოველდღიურად კითხულობთ ინტერნეტის საშუალებით. ეს დრო შეიძლება იყოს დღეში 30 წუთი. არ არის რეკომენდირებული დაძინების წინ იკითხოთ საშიში ინფორმაცია, ამან შეიძლება დარღვიოს თქვენი ძილის ღეჟიმი. „კოვიდ 19“- თან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება მოიძიოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტზე: who.int.


გადაჭერით სირთულეები:გთავაზობთ ფაქტებზე დამყარებულ, პრობლემის გადაჭრის საფეხურებს: 1) პრობლემის გამოვლენა – მოახდინეთ პრობლემის სახელდება და იყავით რაც შეიძლება ზუსტი მისი მასშტაბის განსაზღვრაში. 2) მოახდინეთ პოტენციური გადაჭრის გზების გენერირება. 3) აირჩიეთ პოტენციური გადაწყვეტის გზა. 4) დადეგმეთ არჩეული გადაწყვეტის გზა. 5) განახორცელეთ გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებები. 6) შეაფასეთ შედეგი. ამ მეთოდს შეულძია დაგეხმაროთ მოახდინოთ თქვენი დროის სტრუქტურირება სახლის პირობებში.


იმ შემთხევაში თუ გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება მუშაობისა და აქტიობების ორგანიზების პროცესში შეგიძლიათ გამიყენოთ შემდეგი სტრატეგიები: 1) პრობლემა – შეფერხება. 2) გამოყავით განსაზღვრული დრო საქმიანობისთვის და დააჯილდიეთ თქვენი თავი აქტიობის დასრულების შემდეგ. 3) საქმიანობის დროს დააყენეთ ტაიმერი 30 წუთზე და ამ დროის გასვლის შემდეგ გააკეთეთ მცირე შესვენება. 4) სამუშოდ დაჯდომის წინ მომართეთ ტაიმერი. 5) 30 წუთის შემდეგ შეისვენეთ და დაკავდით რამდენიმეწუთიანი ფიზიკური აქტიობით. 6) შეძელით თუ არა თქვენი დაგეგმილი სამუშოს 30 წუთში შესრულება? როგორ გრძნობთ თავს? გჭირდებათ თუ არა თქვენი გეგემის შეცვლა? თუ ეს ასეა სცადეთ თავიდან!


როგორ შევამციროთ ფიზიკური დაძაბულება

აქტიობები რომლებიც დაგეხმარებათ რელაქსაციაში: კვლევები აჩვენებს რომ ნელი და ღრმა სუნთქვა რომელთან ერთადაც ეტაპობრივად ხდება კუნთების დაძაბულობის აღმოჩენა და მოდუნება სასარგებლოა საერთო ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნისათვის. ეს იწვევს მოდუნებას. ინტერნეტში არის რესურსები რომლებიც დაგეხმარებიან აითვსოთ ეს აქტიოები.

მედიტაცია: მედიტაცია შეიძლება დაგეხმაროთ დაძაბულობის შემცირებაში და საერთო თვითგრძნობის გაუმჯობესებაში. ჩამოწერეთ ინტერნეტიდან მედიტაციაზე მიმართული მასალები და უსმინეთ ძილის წინ. რეკომენდირებული ლიტერატურა: Williams, M. & Penman, D. (2011). com/mindfulness-meditationdownloads.



კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის რესურსები

საიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა მდგომარეობის სიმპტომები და მათი მკურნალობის მეთოდები კბთ-ს საშუალებით. http://abct.org/Information/?m=mInformation&fa=FactSheets

შფოთვისა და მისი მართვის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის კონკტერული სტრატეგიები მოცემულია შემდეგ საიტზე: https://www.cci.health.wa.gov.au/Resources/For-Clinicians/Generalised-Anxiety-and-Worry

ამ საიტზე წარმოდგენილია ინფორმაცია როგორ გავუმკლავდეთ ჯანმრთლელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ შფოთვას:

https://www.cci.health.wa.gov.au/Resources/Looking-After-Yourself/Health-Anxiety ბიჰევიორული და კოგნიტური თერაპიის ბრიტანული ასოციაციის (BABCP)  საიტზე მოცემულია სასარგებლო ინფორმაცია კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული შფოთვის შესახებ: http://letstalkaboutcbt.libsyn.com/coping-with-anxiety-about-coronavirus


ბავშვთა და მოზართა მხარდაჭერა „კოვიდ 19“ ის მიერ გამოწვეული შფოთვის დაძლევაში:

ამ პერიოდში მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მიექცეს ბავშვების შფოთვას, რომელიც გამოწვეულია „კოვიდ 19“-ის გავრელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღქმით. გახსოვდეთ თქვენი პატარას ასაკობრივი განვითარების დონე და შესაბამისად მიაწოდეთ ინფორმაცია „კოვიდ 19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენი რეკომენდაციაა არ აყურებინოთ ტელეკომინიკაციის საშუალებებს, როდესაც გადმოიცემა ინფორმაცია პანდემიის შესახებ. მნიშვნელოვანია მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ განხილვა და მასზე მსჯელობა ბავშვთან ერთად. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშები რეალობას თქვენგან განსხვავებულად აღიქვამენ.

შემდეგი წყაროები იძლევიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვბებს კოვიდ -19-ის პანდემიასთან დაკავშირებით:


https://www.bps.org.uk/news-and-blogs brave-online.com/beating-stress-and-worries-about-coronavirus-covid-19/ https://www.brave-online.com/beating-stress-and-worries-about-coronavirus-covid-19/ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ბავშვებისათვის, კორონავირუსის შესახებ:https://www.mindheart.co/descargables ელექტრონული წიგნები ბავშებისათვის: https://reading-well.org.uk/books/books-on-prescription/children კბთ-ს ექტრონული წიგნების ჩამონათვალი მოზარდებისათვის:https://reading-well.org.uk/books/books-on-prescription/young-people-mental-health Youth Beyond Blue: https://www.youthbeyondblue.com/ ინტერნეტთერაპია ბავშვებისა და მოზარდებისათვის სტრესისა და შფოთვის დროს ავსტრალიაში: https://www.youthbeyondblue.com/ ინტერნეტთერაპია ოფსესიურ-კომპულსური სიმპტომების დროს ბავშებსა და მოზარდებში: https://www.ocdnotme.com.au/ აშშ: ტრამვული სტრესი ბავშევში, ნაციონალური ქსელი – https://www.nctsn.org/ aნაციონალურმა ქსელმა ასევე შექმნა ტრამვული სტესის დამხმარე რესურსი რომელიც ეხმარება ოჯახებს გაუმკლავდნენ „კოვიდ 19“ -ს. https://www.nctsn.org/resources/parent-caregiver-guide-to-helping-families-cope-with-the-coronavirus-disease-2019

ReachOut-ს აქვს ონლაინ მხარდაჭერის რესურსი მოზარდებისა და მშობლებისათვვის: https://au.reachout.com/ Cathy Creswell & Lucy Willetts (2007). თქვენი შვილის შიშისა და შფოთვის დაძლევის გზები. Constable & Robinson. Ron Rapee, Ann Wignall, Sue Spence and Heidi Lyneham (2008). დავეხმაროთ ბავშვს შფოთვის დროს: სახელმძღვანელო მშობლებისათვის, 2 გამოცემა. პუბლიკაცია New Harbinger.

რესურსები მსოფლიოს მაშტაბით

„კოვიდ 19“-ის პანდემია შეეხო უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ენობრივ ჯგუფში. ეს არის არასრული სია იმ ორგანიზაციების და რესურსების რომელიც გვთავაზობს კბთ-ს მოდელზე დამყარებულ თერატპიულ სერვისებს.

დიდი ბრიტანეთი

აშშ და კანადა

ავსტრალია

  • ავსტრალიის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია (AACBT):https://www.aacbt.org.au/

საფრანგეთი

  • ინფორმაცია „კოვიდ-19“-ის შესახებ: https://www.gouvernement.fr/info-coronavirus
  • არსებობს მრავალი კბთ მოდელზე დამყარებული თვითდახმარების წიგნი შფოთვისა და დეპრესიის დროს, რომელიც ხელმისაწვდომია საფრანგეთის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაციის საიტზე – https://www.aftcc.org/bibliographieბიბლიოგრაფია
  • სერია «l’atelier du praticien», ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.dunod.com/collection/ateliers-du-praticien
  • სერია «les cahier du praticien», ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.deboecksuperieur.com/collection/les-cahiers-du-praticien

იტალია

  • იტალიის თერაპევთთა ასოციაცია (AIAMC)https://www.aiamc.it/
  • ექიმ-თერაპევტთა ჩამონათვალი რომლებსაც შეუძლიათ დახმარება ინტერნეტის საშუალებით https://www.aiamc.it/cerca-psicoterapeuta/
  • საინფორმაციო ბლოგი კბთ-ს მკურნალობის ეფექტურობის შესახებ ყველაზე გავრცელებული პრობლემების დროს https://www.aiamc.it/category/blog/

გერმაია
  • გერმანიის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია: https://www.dgvt.de/aktuelles/
  • გერმანიის ფერედარული ასოციაციის სამედიცინო და ფსიქოლოგიური პრაქტიკოსთა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტების ცნობარი https://www.kbv.de/html/arztsuche.phpkbv.de/html.pz Deutsche Depressionshilfe: deutsche-depressionshilfe.de
  • სუიციდის პრევენცია: https://www.deutsche-depressionshilfe.de/start
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ქსელი:https://8leben.psychenet.de/
  • კრიზისული სატელეფონო სამსახური https://telefonseelsorge.de/ ტელ: 0800/111 0 111 ან 0800/111 0 222 ან 116 123
  • სუიციდის პრევენციის აპლიკაცია „Krisenkompass“: android.krisen-kompass.app ან ios.krisenkompass.app
  • მედიტაციისა და „გაცნობიერების“ გზით სტრესის შემცირების აპლიკაცია: https://www.7mind.de/
  • ონლაინ-თერაპია:https://minddoc.de/ minddoc.de
  • დერპესიის, ოკა-ს და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების დროს თვითდახმარების სახელმძღვანელო: https://clinical-neuropsychology.de/interventionen/
  • თვითდახმარების ელ. წიგნები გერმანულ ენაზე: Hautzinger, M. (2018). Ratgeber Depression: Informationen für Betroffene und Angehörige. Hogrefe Verlag. Heinrichs, N. (2007). Ratgeber Panikstörung und Agoraphobie. Hogrefe Verlag. Hoyer, J., Beesdo-Baum, K., & Becker, E. S. (2016). Ratgeber Generalisierte Angststörung: Informationen für Betroffene und Angehörige. 2., aktualisierte Auflage. Hogrefe Verlag. Reinecker, H. (2017). Ratgeber Zwangsstörungen: Informationen für Betroffene und Angehörige. 2. aktualisierte Auflage. Hogrefe Verlag.

თურქეთი
  • თურქეთის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული წყაროები კორონა ვირუსთან დაკავშირებით https://www.psikiyatri.org.tr/
  • თვითდახმარების სახელმძღვანელო, მომაზადებული Mehmet Sungur-ის მიერ «Deprem Sonrası Ortaya Çıkan» Psikolojik Tepkileri Anlamak ve Kendi Kendine Yardım Etme Yöntemleri ”(ფსიქიკური რეაცია სტიქიური უბედურებების შემდეგ, მიწისძვრა)

ესპანურენოვანი ინფორმაციის წყაროები, კბთ თერაპევტების ონლაინ დახმარებისა და მათი სატელეფონო ცნობარი სამხრეთ ამერიკასა და ესპანურენოვან ქვეყნებში:
  • https://drive.google.com/file/d/1t2EZECu06TEkIYQmsRXEXiym3EC7JJNY/view
  • http://api.cpsp.io/public/documents/1584932291087-recomendaciones-psicologicas-para-afrontar-la-pandemia.pdf
  • https://www.academia.edu/6117301/Adios_Ansiedad_David_Burns
  • http://api.cpsp.io/public/documents/1584934751104-coronavirus-guia-psicovida10.pdf
  • http://api.cpsp.io/public/documents/1584682467463-libro-de-prevencion-del-coronavirus-es.pdf
  • http://api.cpsp.io/public/documents/1584663560691-afrontamiento-psicologico-covid19.pdf
  • http://cpsp.io/

    • ახლო აღმოსავლეთი
    • IDRACC: ელ.ფოსტა: idracc@idracc.org
    • აზია

      • ჩინეთი– კბთ რესურსები და თერაპევტები: http://cbtchina.com.cn/
      • კორეა – კორეის ფსიქოლოგთა ასოციაცა: http://koreanpsychology.or.kr/, პტსა-ს კვლევის კორეის ასოციაცია: http://kstss.kr/?ckattempt=1
      • მალაიზია – კლინიკური ფსიქოლოგიის მალაიზიის ასოციაცია: https://www.mscp.my/; მალაიზიის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია –https://mmha.org.my/; მალაიზიის ფსიქიატრთა ასოციაცია:http://psychiatry-malaysia.org/; ფსიქოთერაპიული სამსახური mypsychology.https://www.mypsychology.my/ (ფლობს ინფორმაციას მალაიზიის მაშტაბით ფსიქიკური დახმარების სერვისების შესახებ, ასვე კბთ მოდელზე დამყარებულ თვითდახმარების ელ. წიგნებს მალაიზიურ ენაზე).
      • სინგაპური – სინგაპურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია: samhealth.org.sg; ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტი: https://www.imh.com.sg/
      • ინდონეზია – Get Happy Indonesia: https://www.mhinnovation.net/; ინდონეზიის ფსიქიატრიული დახმარების ფონდი:https://kitabisa.com/
      • ტაილანდი – ტაილანდის ფსიქიატრთა ასოცოიაცია:https://www.omicsonline.org/societies/psychiatric-association-of-thailand/

      ბანკოკის საკონსულტაციო სამსახური:https://www.bangkokcounsellingservice.com/


      კბთ-ს რეგიონული ასოციაციები

      კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მსოფლიო კონფედერაცია (WCCBT): https://wccbt.org/ WCCBT – არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს კბთ-ს მსოფლიო მაშტაბით. მის დირექტორთა საბჭოში არიან წარმომადგენლები წევრები შემდეგი ორგანიზაციებიდან:

      აზიის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია (ACBTA): https://asiancbt.weebly.com/

      ქცევითი და კოგნირტურ თერაპიის ასოციაცია (ABCT):http://www.abct.org/Home/

      ავსტრალიის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ასოციაცია(AACBT): https://www.aacbt.org.au/

      ევროპის ქცევითი და კოგნიტური თერაპიის ასოციაცია(EABCT): https://eabct.eu/

      კოგნიტური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ასოციაცია(IACP):https://www.the-iacp.com/

      კონგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის ლათინოამერიკული ასოციაცია (ALAMOC):http://alamoc-web.org/

      თვითდახმარების სახელმძღვანელოები

      ონლაინ ფორმატში ხელმისაწვდომი ლიტერატურის ჩმონათვალი:

      • NHS Reading Well (formerly Books on Prescription) reading-well.org.uk: This website contains a list of evidence-based CBT books for anxiety and depression. • The Overcoming series: There are numerous self-help books on CBT listed on the website: overcoming.co.uk

      An example of CBT self-help books for adults (search the internet for e-book versions):

      • Abramowitz, J.S. (2018). Getting over OCD: A 10-step workbook for taking back your life, 2nd ed. New York: Guilford Press. • Antony, M.M., & Norton, P.J. (2009).  The anti-anxiety workbook: Proven strategies to overcome worry, panic, phobias, and obsessions.  New York: Guilford Press. • Asmundson, G.J.G., & Taylor, S. (2005).  It’s not all in your head: How worrying about your health could be making you sick – and what you can do about it.  New York: Guilford Press. • Challacombe, F., Oldfield, V.B., & Salkovskis, P. (2011).  Break free from OCD: Overcoming obsessive compulsive disorder with CBT.  London, UK: Vermilion. • Clark, D.A., & Beck, A.T. (2012). The anxiety and worry workbook: The cognitive-behavioral solution.  New York: Guilford Press. • Gilbert, P. (2009).  Overcoming depression: A self-help guide using cognitive-behavioural techniques. London, UK: Little Brown Book Group.    • Greenberger, D., & Padesky, C.A. (2016).  Mind over mood, 2nd ed.  New York: Guilford Press. • Kennerley, H. (2014).  Overcoming anxiety: A self-help guide using cognitive-behavioural techniques, 2nd edition.  London, UK: Little Brown Book Group.   • Owens, K.M.B., & Antony, M.M. (2011).  Overcoming health anxiety: Letting go of your fear of illness.  Oakland, CA:  New Harbinger Publications. • Manicavasagar, V., & Silove, D. (2017).  Overcoming panic: A self-help guide using cognitivebehavioural techniques, 2nd edition.  London, UK: Little Brown Book Group.   • Meares, K., & Freeston, M. (2015).  Overcoming worry and generalised anxiety disorder, 2nd edition. London, UK: Little Brown Book Group.     • Myles, P., & Shafran, R. (2015).  The CBT handbook: A comprehensive guide to using CBT to overcome depression, anxiety, stress, low self-esteem and anger.  London, UK:  Little Brown Book Group. • Robichaud, M.R., & Buhr, K. (2018). The Worry Workbook: CBT skills to overcome worry and anxiety by facing the fear of uncertainty. Oakland, CA: New Harbinger Publications. • Teasdale, J., Williams, M., & Segal, Z. (2014). The mindful way workbook: An 8-week program to free yourself from depression and emotional distress.  New York: Guilford Press. • Veale, D., & Wilson, R. (2009).  Overcoming health anxiety: A self-help guide using cognitivebehavioural techniques. London, UK: Little Brown Book Group.

      ავტორი დახმარებისთვის მადლობას უხდის კოლეგებს: Rod Holland, London, UK; Dr Joel Howell, Perth, Australia; Professor Peter McEvoy, Perth, Australia; Dr Karina Limburg, Munich, Germany; Dr Barbara Cludius, Munich, Germany; Professor Roz Shafran, London, UK; Professor Gerhard Andersson, Linkoping, Sweden; Professor Per Carlbring, Stockholm, Sweden; Professor Tracey Wade, Adelaide, Australia; Aimee Karam, Beirut, Lebanon; Professor Aristide Saggino, Chieti, Italy; A/Prof Melissa Norberg, Sydney, Australia; Professor Jung-Hye Kwon, Seoul, Korea; Professor Martin Antony, Toronto, Canada; Professor Keith Dobson, Calgary, Canada; Professor Lata K. McGinn, New York, USA; Dr Rebecca Anderson, Perth, Australia; Professor Abdel Boudouka, Nantes, France; Professor Susan Spence, Sydney, Australia; Professor Leanne Hides, Brisbane, Australia; Professor Firdaus Mukhtar, Kuala Lumpur, Malaysia; Andreas Veith, Dortmund, Germany; Dr Trevor Mazzuchelli, Perth, Australia; Professor Ning Zhang, Nanjing, China; Dr Chun Wang, Nanjing, China, Professor Luis Perez, Lima, Peru; Professor Mehmet Sungur, Istanbul, Turkey; Dr Thomas Kalpakoglou, Athens, Greece.

      ყურადღება, მოცემული დოკუმენტი გამოქვეყნდა ფართო გავრცელების მიზნით, ავტორის თხოვნაა გავრცელების პროცესში არ მოხდეს ტექსტის ცვლილება თუ ამას არ მოთხოვს სხვა ენაზე თარგმნის თავისებურება!


      თარგმნა ბესო ჭიღვარიამ.